პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე
უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენი CSR ინიციატივები ფოკუსირებულია ხუთ ძირითად მიმართულებაზე, რომლებიც ვრცელი კვლევის შედეგად დავადგინეთ
1+4 საგანმანათლებლო პროგრამა
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო პროგრამა 1+4 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ერთიანი მისაღები გამოცდების შედეგებით ჩაირიცხონ საქართველოს უნივერსიტეტებში. მიღების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ეძლევათ 1 სრული წლის განმავლობაში შეისწავლონ ქართული ენა, შემდეგ კი სწავლა მაგისტრატურაში განაგრძონ.
პროგრამის დაწყების პირველივე დღიდან - 2010 წლიდან, სოკარი აფინანესებს ეთნიკურ აზერბაიჯანელ სტუდენებს საქართველოში.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 6,400-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს 13 რეგიონიდან, რომლებიც სწავლობდნენ ან ამჟამად სწავლობენ 12 შერჩეულ ადგილობრივ უნივერსიტეტში.