გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა ჩვენი პასუხისმგელობების პრიორიტეტია, რადგან მდგრადი გადაწყვეტილებიბი იცავს მომავალ თაობებს

გარემოს დაცვა

  • დასუფთავების აქციები რაგბის კლუბ სოხუმთან ერთად

რაგბის კლუბ სოხუმის ბავშვთა და კაცთა გუნდის მორაგბეები, სოკარის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ლაშქრობის ფარგლებში, ჭაქვინჯის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვივნენ. აქტივობის ფარგლებში, ლაშქრობასთან ერთად, მორაგბეებმა ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს. კლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ რუხის ციხის ტერიტორიისა და განმუხურის სანაპიროს დასუფთავებაშიც.

  • საქველმოქმედო ორგანიზაცია სადაგი

სოკარმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა არასამთავრობო ორგანიზაცია სადაგთან და მისი დონორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში სოკარი სადაგს სისტემატური ხასიათის მხარდაჭერას გაუწევს.

  • ეკომეგობრული ინფრასტრუქტურა

სოკარი საკუთარი ინფრასტრუქტურის ეკომეგობრულობაზეც ზრუნავს. ჩვენი სადგურბის სახურავებზე დავიწყეთ მზის პანელების მონტაჟი, გადავედით LED განათებებზე, სათაო ოფისში დავიწყეთ ნაგვის სეპარაციაზე მუშაობა. ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე მუდმივად ვამატებთ ელექტრო დამტენებს და ვახალისებთ ელექტრომობილების მოხმარებას.

  • მასშტაბური გამწავსნების პროექტები

ბორჯომის ტყე-პარკის ტრაგიკული ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე, კერძოდ 2 ჰექტარი მიწის ფართობზე,  4,700 ძირი ხე დაირგო. გარდა ამისა დავრგეთ 1,500-მდე ძირი ხე ვარკეთილის მიკრო რაიონში.

ფოტო გალერია

იხლიეთ ჩვენი პროექტები

No items found.