სხვა სოციალური პროექტები

ჩვენი სოციალური პროექტები მოიცავს მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ ინიციატივებს, რომლებსაც ძირეული ცვლილებები მოაქვს საზოგადოებისთვის

სხვა სოციალური პროექტები

  • რუსთავის პარკი

პარკი გაიხსნა 2009 წელს. პარკის ტერიტორია 7,000 მ²-ს მოიცავს. პარკი სოკარის მიერ განახლდა და აღიჭურვა მოსასვენებელი სკამებით, საყვავილეებით, შადრევნებით, ბუნგალოებითა და მოედნებით.

  • ჩაის სახლი მარნეულში

ჩაის სახლი, რომელიც 2012 წელს მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიხსნა, აშენდა თანამედროვე არქიტექტურულ სტილში. 2013 წელს ლონდონში საერთაშორისო ორგანიზაციის European Property Awards- ის მიერ  სოციალური არქიტექტურის ნომინაციაში ჩაის სახლი საუკეთესო არქიტექტურულ პროექტად დასახელდა.

  • ახუნდოვის მუზეუმი

მუზეუმში განთავსებულია აზერბაიჯანელი წარმოშობის რამდენიმე საზოგადოებრივი მოღვაწისა და მწერლის, მათ შორის მირზა ფატალი ახუნდოვის, ნარიმან ნარიმანოვის, მამედ კული ზადის მემორიალური ნივთები. ასევე შენახულია საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის გამოცემები და სხვა ექსპონატები.

  • სპორტული კომპლექსი მარნეულში

სპორტულ კომპლექსს, აქვს თანამედროვე სტანდარტების ტრიბუნა, სრულად ეკიპირებული გასახედლები, საშხაპეები და სხვა ინფრასტრუქტურა. შენობის საერთო ფართობია 1,157 მ² პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. სოკარმა სპორტული კომპლექსის მიმდებარე საფეხბურთო სტადიონს სრული რეაბილიტაცია გაუკეთა.

  • ჰეიდარ ალიევის აუდოტორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, სადაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი საპატიო დოქტორია, გავხსენით თანამედროვე აუდიტორია, რომელიც აზერბაიჯანელის ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს.

  • ჭადრაკის მხარდაჭერა

2009 წლიან მოყოლებული სოკარი ყოველწლიურად აფინანსებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და არა ერთ წარმატებულ ქართველ მოჭადრაკეს. ჩვენი მხარდაჭერით პირველად 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას და  მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ საქართველოში.

  • სათნოების სახლი კათარზისი ზესტაფონი

2011 წლიდან სოკარი უზრუნველყოფს და ეხმარება სათნოების სახლს კათარზისს ზესტაფონში.სოციალური დახმარების ცენტრი, სადაც თავმოყრილია ყველა ის გადაუდებელი სოციალური სერვისი, რომელიც უკიდურესად საჭიროა ხანდაზმული მოსახლეობისთვის.

  • აგრიკულტურის ხელშეწყობა

ქვემო ქართლის აგრიკულტურის ხელშეწყობისთვის და განსავითარებად სოკარმა შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა რეგიონს 18 ერთეული ტრაქტორი ყველა საჭირო აღჭურვილობით.

  • Covid-19

სოკარ ენერჯი ჯორჯიამ, ქვეყანაში სანაგაგებო მდგომარეობის დროს, StopCov ფონდში 200,000 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით 2,000 ოჯახს დახმარების პაკეტები გადავეცით.


  • საბავშვო ბაღი და სპორტული კომპლექსი

სოკარმა საქართველოში ააშენა და საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა 120 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი და თანამედროვე საბავშვო სპორტული კომპლექსი.

  • რელიგიური პროექტები

2013 წლიდან სოკარი უსასყიდლოდ ამარაგებს 1,1 მილიონი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირით 620-ზე მეტ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და 100-ზე მეტ მუსულმანურ მეჩეთს მთელ საქართველოში.

ფოტო გალერია

იხლიეთ ჩვენი პროექტები

No items found.