ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ვართ საქართველოში
ჩვენი საოპერაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით შეიქმნა შვილობილი კომპანიები - სოკარ ჯორჯია გაზი, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი და სოკარ ჯორჯია სექიურითი, რომლებიც მთლიანად სოკარ ენერჯი ჯორჯიას ეკუთვნის.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ახორციელებს ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციას. კომპანია 100-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურსა და საცალო მაღაზიების ქსელს ფლობს, რომლებიც სადგურების ქსელის ტერიტორიაზეა განთავსებული.
სოკარ ჯორჯია გაზმა საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილესი პროგრამა განახორციელა. ქვეყანაში 12,000 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა, შედეგად, 860,000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდება გაზი.
ჯგუფის კიდევ ერთი წევრი კომპანია ყულევის ტერმინალი - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების ტერმინალია, რომელიც 2008 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. ტერმინალი წელიწადში 10 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა-გადმოტვირთვას ახორციელებს.
წარმატებული მემკვიდრეობის ისტორია
იხილეთ რამდენიმე განსაკუთრებული მომენტი ჩვენი საქმიანობიდან
2023
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად გაფართოვდა განაწილების ლიცენზია. არსებულ სადისტრიბუციო ქსელი 3,266 კმ სიგრძის გაზსადენს მიუერთდა 55 ათასზე მეტი პოტენციური აბონენტით
2022
ბუნებრივი აირით მოსარგებლე შინამეურნეობების რაოდენობა 10-ჯერ გავზარდეთ და რიცხოვნების თვალსაზრისით 800,000 აბონენტიან ზღვარს მივაღწიეთ
2021
საქართველოში განხორციელებული სოციალური პროექტების ფარგლებში ავაშენეთ და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადავეცით საბავშვო ბაღი სოფელ კაბალში და სპორტული კომპლექსი მარნეულში
2020
StopCov ფონდს 200,000 ლარი შევწირეთ და დამატებით მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300,000 ლარის ღირებულების დახმარების პაკეტებით
2019
ტყის ხანძარზე რეაგირებით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ეკოლოგიისადმი და ბორჯომში, დაზიანებულ ტერიტორიაზე 4,700 ხე დავრგეთ
2018
ვამაყობთ, რომ შევასრულეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2008 წლის დეკემბერს გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებით აღებული გაზიფიკაციის ვალდებულებები
2017
მწვანე ინიციატივების ფარგლებში ჩვენი სადგურების სახურავებზე დავიწყეთ მზის პანელების დაყენება, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას ჩვენივე საკუთარი საჭიროებებისთვის
2016
უპრეცედენტო ტექნიკური ძალისხმევის შედეგად გადავარჩინეთ და შევაკეთეთ ისტორიული 100 წლიანი შენობა
2015
სოკარის ოფისის გახსნა ბათუმში
2013
სოკარმა ბათუმში გახსნა ბენზინგასამართი სადგური, სადაც ასევე მდებარეობს მაკდონალდსის რესტორანი. ეს შენობა ცნობილია თავისი უნიკალური დიზაინით და არქიტექტურისთვის მიღებული აქვს რამდენიმე გლობალური ჯილდო
2012
თბილისში გავხსენით სოკარ ენერჯი ჯორჯიას ახალი ოფისი, რომელიც ეფუძნება ძველ ციხე-სიმაგრის ნაგებობას ბაქოში - ქალწულის კოშკს
2011
გავხსენით მრავალფუნქციური კომპლექსი ურბნისში. კომპლექსი მოიცავს ბავშვთა გასართობ ზონებს, Way Mart კაფე-მარკეტს და სხვა და სხვა მაღაზიებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის
2010
მნიშვნელოვან ზღვარს მივაღწიეთ 1,000 თანამშრომლით
2009
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, სოკარ ჯორჯია გაზმა საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირების ვალდებულებების შესრულება დაიწყო
2008
გაიხსნა ნავთობის ტერმინალი, რომელიც ყოველწლიურად 10 მილიონ ტონა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს გადაამუშავებს. ის რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს ტერმინალია
2007
გაიხსნა სოკარის პირველი ბენზინგასამართი სადგური საქართველოში. ამავდროულად, ეს იყო სოკარის პირველი სადგური აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ
2006
კომპანიის დაარსებით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ახალი ეპოქა დაიწყო