ახალგაზრდების მხარდაჭერა
მომოვალ თაობაზე ზრუნვით, ჩვენ ვახალისებთ კრეატიულობას, ტალანტს და სიახლეს

ახალგაზრდების მხარდაჭერა
- რაგბის კლუბი სოხუმი
სოკარი უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს რაგბის კლუბ სოხუმს, სადაც დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 11-დან 15 წლამდე ვაჟები არიან გაერთიანებულები და უსასყიდლოდ ეზიარებიან ჯანსაღი ცხოვრების წესს.
- რუსთავის წარჩინებული მოსწავლეების მხარდაჭერა
2023-204 წლებში სოკარი ჩაერთო რუსთავის განათლების პროექტში და სამ წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრები გადასცა. პროექტი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. გასულ წელს სოკარის სპონსორობით სამი მოსწავლე ბარსელონაში, საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა.
- საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი
2023 წლიდან, სოკარმა დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელთან. Axel საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია, რომელიც სტარტაპერებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს.
- პროგრამა 1+4
2010 წლიდან სოკარი აფინანსებს ეთნიკურ აზერბაიჯანელ სტუდენტების უმაღლეს განათლებას საქართველოში. პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო პროგრამა „1+4“-ის ფარგლებში.
ფოტო გალერია
იხლიეთ ჩვენი პროექტები



