შშმ პირების უფლებების რეალიზაცია
ჩვენ ვაძლიერებთ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს და ვქმნით სივრცეებს მათი ინკლუზიისთვის
შშმ პირების უფლებების რეალიზაცია
- პარათხილამურის ჩემპიონატი
სოკარის მხარდაჭერით გაიმართა მამაკაცთა შორის პარათხილამურის ჩემპიონატი ბაკურიანში. სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 50 მონაწილე სხვადასხვა დისციპლინაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გარდამავალი თასი ერთი წლით, სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, შოთიკო ჯანელიძემ მოიპოვა. გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
- ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი
სოკართან ერთად პროექტმა აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა არაერთხელ გამართა ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი, რომელიც აფხაზეთის ომის გმირის, პროექტის მონაწილის - თემო სახოკიას სახელს ატარებს. ჩემპიონატში მონაწილეობას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები იღებენ.
- ადაპტირებული საველე ბანაკი
პროექტი აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა და სოკარი, წლების მანძილზე, ყოველ ზაფხულს, მართავენ ადაპტირებულ საველე ბანაკს. ბანაკის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, მათ შორის აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობისა და მშვილდოსნობის ტურნირები, ზიპლაინისა და ფეინთბოლის ჩემპიონატები. ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედალები. ბანაკში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200–მდე შშმ პირი, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცები და ომის ვეტერანები იღებენ მონაწილეობას.
- სპორტის სხვა სახეობების ინტეგრირებული ჩემპიონატები
ახალგაზრდულმა მედიაკავშირთან ერთად სოკარი უკვე მრავალი წელია აწყობს სხვადასხვა სახის ინტეგრირებულ და ადაპტორებულ სპორტულ შეჯიბრებსა და ბანაკებს. მათ შორის იმართება წყლის თხილამურების, ზამთრის სპორტის სახეობების, პარაგლაიდინგის, ცურვის, მინი გოლფის და სხვა სპორტის სახეობების შეჯიბრებები.
- ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები
შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის გაზრდის კუთხით, სოკარმა პარნიორ ორგანიზაცია ახალგაზრდულ მედია კავშირთან ერთად გააკეთა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას გაუზიარეს შშმ პირების ვიდეო ისტორიები.
- ინფრასტრუქტურის ადაპტირება
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა დაიწყო საკუთარი ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. პროექტი გულისხმობს ავტოგასამართ სადგურებზე სველი წერტილების მორგებას ეტლით მოსარგებლე პირების საჭიროებებისთვის.
ფოტო გალერია
იხლიეთ ჩვენი პროექტები