ქალთა გაძლიერება
ჩვენ გვჯერა, რომ ქალთა გაძლიერება ზრდის ინოვაციურობას, აძლიერებს საზოგადოებას და ამკვიდრებს სამართლიანობას
ქალთა გაძლიერება
- ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები
2023 წელს, სოკარმა დაგეგმა და განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, გადაიღო ქალი მეწარმეები, რომელებიც სოციალურ ბიზნესს აწარმოებენ საქართველოში. წარსულში, სოკარმა არაერთი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია განახორციელა ქალთა უფლებების რეალიზაციისა და ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.
- გოგონების დღე
ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია - საფარიმ გოგოების დღის აღსანიშნავად, გააერთიანა საერთო ღირებულებების მქონე ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა გამოცდილების, შესაძლებლობების გაზიარებასა და მოზარდი გოგოების მხარდაჭერას. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო: პანელური დისკუსიები, აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმი, სურვილებისა და მიზნების დაფა, თამაშები, საჩუქრები და სხვა. სოკარი გოგონების დღის ამ ღონისძიების მხარდამჭერი იყო.
- Rally Offroad Georgia
სოკარი იყო საქართველოში პირველი საერთაშორისო ქალთა რალის Rally Offroad Georgia-ს მხარდამჭერი. მაშ შემეგ, ღონისძიებას ყოველწლიურად ვაფინანსებთ. შეჯიბრს აქვს სოციალური მისიაც, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის საჩუქრების გადაცემა.
- ქალთა ასოციაციები
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა და მეწარმეთა ქალთა ასოციაცია - ავემ, 2024 წლის 15 აპრილს მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია ქალი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და მათ წარმატებაში წვლილის შეტანა. სოკარი წლებია მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკაში. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ასევე არის ბიზნეს ლიდერთა ფედრაცია - ქალები მომავლისთვის წევრი.
- გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები
2018 წელს, სოკარი შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებზე და ქალების დასაქმებას ე.წ. „არატრადიციულ თანამდებობებზე“. პროექტის მიზანია აგრეთვე სქესობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრა და პრევენცია.
ფოტო გალერია
იხლიეთ ჩვენი პროექტები