დავით ზუბიტაშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე განვითარების საკითხებში
ბატონი დავით ზუბიტაშვილი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. იგი არის საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრი და ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) წევრი.
ბატონი დავითი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, მათ შორის, ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის, საწვავის და ენერგეტიკის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, სახელმწიფო კონცერნის საქნავთობპროდუქტის თავმჯდომარის, საქენერგო-ს თავმჯდომარისა და ენერგეტიკისა და ენერგონაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობეს.
2006 წლიდან იკავებდა რიგ ხელმძღვანელ თანამდებობას სოკარის გუნდში. ამჟამად მუშაობს სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორის მოადგილედ განვითარების საკითხებში.