წლის 1+4 საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება
2008-2009 სასწავლო წლიდან სოკარი აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლის საფასურს 1+4 სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით. ამ ინიციატივის ფარგლებში კომპანიამ დღემდე სულ 7,200 სტუდენტს დაუჭირა მხარი.
აცნობიერებს რა ამ პროექტის სოციალურ მნიშვნელობას, სოკარის გუნდი მუდმივად ახორციელებს ზომებს მისი მდგრადობისა და გავლენის გასაძლიერებლად. ამ ძალისხმევამ ხელი შეუწყო სტუდენტების აკადემიური მოსწრების მუდმივ გაუმჯობესებას.
სოკარმა შეიმუშავა და გამოუშვა ინოვაციური სტუდენტური პორტალი myscholarship.ge. ეს პლატფორმა ამარტივებს საჭირო დოკუმენტების წარდგენას და უზრუნველყოფს უფრო დიდ ხელმისაწვდომობას სტუდენტებისთვის, რომლებიც ეძებენ მხარდაჭერას.
წარჩინებული სტუდენტების მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯოსების მიზნით, სოკარმა შემოიტანა ყოველწლიური დაჯილდოების პროგრამა იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს საერთო საგანმანათლებლო ქულას 95-ზე მეტს.
წელს 22 სტუდენტი დავაჯილდოვეთ ფულადი პრემიით.
გარდა ამისა, 2020-2021 სასწავლო წლიდან სოკარმა დანერგა სტუდენტთა წარმომადგენლობის ინიციატივა საქართველოს ხუთ უმსხვილეს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თორმეტი წარმომადგენელი სტუდენტი, ადგილზე მხარდაჭერითა და პირდაპირი კომუნიკაციით, აქტიურად მუშაობს მათი გამოწვევების გადასაჭრელად და SOCAR-ის სტიპენდიების პროგრამის ეფექტურობის გასაძლიერებლად.
სოკარი რჩება განათლების ხელშეწყობისა და მომავალი თაობის გაძლიერების ერთგული.