ბაღის ოფიციალური გახსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
4 ოქტომბერს, ოფიციალურად გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომელიც კომპანია სოკარმა ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერი და ორი ქვეყნის მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ბაღი გათვლილია 180-240 ბავშვზე და მოიცავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ სივრცეებს. ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის დარბაზს, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და ადაპტირებული სანიტარული ფართები.
საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 2,897 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.
ცერემონიაზე ხაზი გაესვა სკოლამდელი განათლების მნიშვნელობას და აღინიშნა საქართველოში სოკარის წარმომადგენლობის წვლილი სპორტული, რეკრეაციული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.