28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს!
1918 წლის 28 მაისს თბილისში შეიქმნა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და ხელი მოეწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა გახდა პირველი საერო ქვეყანა მუსულმანურ სამყაროში. გარდა ამისა, აზერბაიჯანი გახდა პირველი მუსლიმური ქვეყანა, სადაც კონსტიტუციით ქალების უფლებები გაუთანაბრდა მამაკაცის უფლებებს.
ახლად დაარსებულმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავის რთულ ისტორიულ ამოცანას ღირსეულად გაართვა თავი. შეიქმნა აზერბაიჯანის პირველი პარლამენტი და მთავრობა, სახელმწიფო აპარატი, განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, შეიქმნა დროშა, ჰიმნი და გერბი, მშობლიური ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა.
სამწუხაროდ, 1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანში წითელი არმია შეიჭრა, შედეგად, ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა.1991 წელს აზერბაიჯანელებმა სიამაყით აღიდგინეს დამოუკიდებლობა.
დღეს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს!