მაჰირ მამმედოვი

სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი

ბატონმა მაჰირ მამმედოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში. უნივერსიტეტის შემდეგ სწავლა განაგრძო ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ფლობს დოქტორის ხარისხს რკინა-ბეტონის წარმოებაში.

მისი პროფესიული კარიერა დაიწყო აზერბაიჯანში AZIZBEYOV NEFT-ის ნავთობისა და გაზის დეპარტამენტში, სადაც მუშაობდა B კლასის მემონტაჟედ. თავისი ვრცელი კარიერის განმავლობაში ბ-ნი მაჰირ მამმედოვი იკავებდა მაღალ თანამდებობებს რიგ სამშენებლო და ნავთობისა და გაზის საწარმოებში, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში.

2006 წლიდან იკავებს სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორის თანამდებობას.

ბ-ნი მაჰირ მამმედოვი ასევე აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და სპორტულ სფეროებში, განსაკუთრებით ფეხბურთსა და ჭადრაკში. ის ამჟამად ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის FIDE -ს ვიცე-პრეზიდენტია.

2009 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მაჰირ მამმედოვი მიღწევათა მედლით დააჯილდოვა ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის განვითარებაში აქტიური წვლილისთვის, ხოლო 2014 წელს აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მაჰირ მამმედოვს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საპატიო ინჟინრის წოდება მიანიჭა.