გიორგი ჯაფარიძე
აღმასრულებელი დირექტორი
ბატონმა გიორგი ჯაფარიძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გამოყენებით მათემატიკაში, რის შემდეგაც კავკასიის ბიზნესის სკოლაში მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
მუშაობდა Chanel Energy Limited Georgia-ში ფინანსურ მენეჯერად და CocaCola Bottlers Georgia-ში მარეგულირებელი ერთეულის მენეჯერად.
სოკარის გუნდში მოსვლამდე შპს ცენტრ ინვესტში იკავებდა ფინანსური მენეჯერის თანამდებობას.
2006 წელს ბატონი გიორგი ჯაფარიძე დაინიშნა სოკარ ენერჯი ჯორჯიას აღმასრულებელ დირექტორად.