გაფრთხილებთ თაღლითური სქემის შესახებ!
კომპანია სოკარის სახელით გავრცელდა სხვადასხვა სახის შეტყობინებები, რომლითაც მოსახლეობას სოკარის აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია საზოგადოებას აფრთხილებს, არ დაუჯერონ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელონ.
სოკარი საზოგადოებას სოციალური ქსელებისა და ოფიციალური მედია არხების მეშვეობით, თავისი საქმიანობისა და სპეციალური აქციების შესახებ რეგულარულად აცნობებს. კომპანია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სოკარი არ არის პასუხისმგებელი მისი სახელით გაცემულ დაპირებებზე.
ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ვურჩევთ, მსგავსი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, - ნათქვამია სოკარის მიმართვაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოკარის სახელით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უგზავნიან ყალბ განცხადებებს ფიზიკური და კორპორატიული თანამშრომლობის, სამუშაო ადგილების შექმნის, საინვესტიციო პროექტების შესახებ და ა.შ. ძირითადად, ეს დეზინფორმაცია მომხმარებლებს სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიეწოდებათ.
ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება მსურველებს შეუძლიათ სოკარის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ცხელ ხაზზე: *0001.