სოკარის ხელშეწყობით აზერბაიჯანისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგა
2024 წლის 20 აგვისტოს, სოკარისა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის (AFFA) პრეზიდენტს - როვშან ნაჯაფს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს - ლევან კობიაშვილს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო ფედერაციებს შორის კავშირების გამყარება და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრას შუამდგომლობა გაუწია სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამმედოვმა. ის დაესწრო მხარეებს შორის გამართულ დიალოგს და მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივებს.
საუბრისას ფედერაციების პრეზიდენტებმა არაერთხელ აღნიშნეს რომ ორივე ქვეყნის ფეხბურთის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მათი გუნდების მჭირდო თანამშრომლობა. ორივე მხარე დიდი ოპტიმიზმით უყურებს ერთობლივ გეგმებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში ფეხბურთის ხარისხის ამაღლება და პოტენციალის ათვისება დიდ წილად დამოკიდებულია მათ ახალ შეთანხმებებზე.
შეხვედრა დასრულებისას, ორივე ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მზაობა აღინიშნა.