სოკარის გუნდი პეტრას განძის ტურნირის გამარჯვებულია
პეტრას განძი -თამაში, რომლის ინსპირაციასაც ფორტ ბოიარდი და ლეგენდარული სათავგადასავლო ისტორიები - როგორიცაა ინდიანა ჯონსი- წარმოადგენს, 5-7 აპრილს საქართველოში პირველად გაიმართა. კონკურსის გაჯერებულია ისტორიული ფაქტებით.
მონაწილე გუნდებმა დღის განმავლობაში არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, განცალკევებულ ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლება გადალახეს, სადაც აგროვებდნენ არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს.
უნიკალური განძის და ოქროს ფარის მოპოვებას ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიებიდა ინფლუენსერების გუნდი ცდილობდნენ.
გამარჯვება და რჩეულის სტატუსი წილად ხვდა სოკარს, რომელიც დაკომპლექტებული იყო 8 განსაკუთრებით ძლიერი მონაწილით.ისინი პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარნენ და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებები გადალახეს.
სოკარის გუნდმა, როგორც პეტრას რჩეულმა გუნდმა სახელობითი ხე დარგო და კომპანიის სახელით სამუდამო კვალი დატოვა არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, მათ გადაეცა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტისასლი – მოოქროვილი ბუნიკი და ამით გუნდი შემდეგ ეტაპზე - დახურულ რჩეულთა კლუბში -გადავიდა.
პროექტისთვის ქართულ მოტივებზემუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათშორის, სახელ განთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძემ განასახიერადა რომელმაც მოთამაშეებს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანიამ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.