ევროპული სტანდარტის აღრიცხვის სისტემის გაცნობა
სემეკის მე-12 დადგენილებაში აღრიცხვის ახალ სტანდარტთან დაკავშირებით შესული ცვლილებების გამო, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებთან ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟებას, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები იტალიაში ვიზიტისას გაეცნენ ევროპული სტანდარტების მრიცხველების სისტემასა და მის მოწინავე პროგრამულ უზრუნველყოფას.
ვიზიტის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია გაზისა და საქორგგაზის წარმომადგენლებმა მოინახულეს პიეტრო ფიორენტინის ბუნებრივი გაზის წნევის მარეგულირებელი ხელსაწყოების (რეგულატორების) ქარხანა.
პიეტრო ფიორენტინის ჯგუფი 1940 წელს დაარსდა და დღევანდელი მდგომარეობით 40-ზე მეტ საერთაშორისო ლოკაციაზე არის წარმოდგენილი. მათ ტექნიკურ პერსონალთან ერთად, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და მიიღეს ღირებული გამოცდილება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად. ბუნებრისი გაზის წნევის მარეგულირებლების გამოყენება გაზგამანაწილებელ სისტემაში ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა.
ჩვენი გუნდი მუდმივად ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკებს ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით ღირებულია საიმედო და ინოვაციური ევროპული სტანდარტებისა და გადაწყვეტილებების ინტეგრირება ჩვენს საოპერაციო სისტემებში.