პარტნიორობის ფორუმი 2024
20 ნოემბერს, სასტუმრო პულმანში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მესამე პარტნიორობის ფორუმი -Partnership Fair 2024, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და კერძო ბიზნესებმა მიიღეს მონაწილეობა.
სოკარი გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია.
ფორუმზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საკუთარ იდეები გააზიარეს და ბიზნესებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.პრეზენტაცია წარადგინა შერჩეულმა შვიდმა მონაწილემ, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებმა ადგილზევე გამოავლინეს თავიანთი რჩეულები.
კომპანია სოკარის რჩეული მონაწილეები გახდნენ - პოზიტიური ვირუსი და Helping Hand, რომლებსაც გადაეცათ ნაწილობრივი დაფინანსება დაგეგმილი პროექტებისთვის.
პოზიტიური ვირუსი არის ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტების ავტორი ორგანოზაცია, რომელიც ძირითადად ფუნქციონირებს დასავლეთ საქათველოში. მათ პროექტებს შორისარის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო პროექტები და შესაძლებლობა შესღუდული ახალგაზრდების მხარდაჭერა.
Helping Hand არის მოხალისეობრივი პლატფორმა, რომელიც ათასობით ახალგაზრდა მოხალისეს აერთიანებს და ქმნის მდგრად პლატფორმას მოხალისეობრივი საქმიანობის წასახალისებლად საქართველოში.