ჯანმრთელობის კვირეული ჩვენი გუნდისთვის

გასულ კვირას, სოკარის სათაო ოფისში, გაიმართა ჯანმრთელობის კვირეული, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებს შორის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ღონისძიებათა სერიას უძღვებოდნენ სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც მრავალფეროვანი თემები წარმოადგინეს. თანამშრომლებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.

მოწვეულმა პროფესიონალებმა ჩაატარეს სამუშაო სესიები და ტრენინგები, რომლებიც კვებას, სპორტულ აქტივობებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას შეეხებოდა. მათ ჯანმრთელობის შენარჩუნების პროგრამები წარმოადგინეს და დამსწრეებს ოფთალმოლოგიური კონსულტაცია გაუწიეს.

ასევე, თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეესწავლათ ექსტრემალურ სიტუაციებში თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკები.

სოკარი ამკვიდრებს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო სივრცის კულტურას და ხელს უწყობს მისი გუნდის წევრების კეთილდღეობას, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ. ექსპერტების რჩევებსა და სპეციალურად შემუშავებულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრებისთვის ვუზრუნველყოფთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულებას.

ჯანმრთელობის კვირეულისადმი გამოხატული დიდი ინტერესი გვიბიძგებს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული სხვა პროგრამების დანერგვისკენ. მომავალში ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ჩვენს კორპორატიულ კულტურაში.

No items found.