
თანამშრომლების ვიზიტი სოკარის ნავთობბაზაზე
სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის ქიზიყის ნავთობბაზაზე, HR დეპარტამენტის ორგანიზებით, კომპანიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო ტური.
თანამშრომლებმა დაათვალიერეს ნავთობბაზისა და ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საწვავის მიღება-გაცემის სრული ციკილის შესახებ:
ბაზაზე საწვავის მიღებიდან, ხარისხის შემოწმების პროცესით და შესაბამისი ტრანსპორტირებით დასრულებული.
მიღებული დადებითი გამოხმაურებიდან და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გაგრძელებს სისტემატიურ ტურებს ნავთობბაზაზე.



No items found.