ჩვენი გუნდი მხარს უჭერს სისხლის დონაციას ბავშვების დასახმარებლად
11 სექტემბერს სოკარის სათაო ოფისს მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკი ეწვია. სოკარის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ სისხლის დონაციის კამპანიაში, რომლის მიზანი იყო ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდაჭერა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობენ მსგავს ინიციატივაში. სისხლის ნებაყოფლობითი დონაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პროცესია.
კამპანია გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე ეძღვნება საავადმყოფოს სისხლის ბანკში სისხლის კრიტიკული დეფიციტის აღმოფხვრას.
No items found.