
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა
28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისდღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში,ბ-ნმა ფაიგ გულიევმა და სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ბ-ნმა მაჰირ მამმედოვმა ყვავილებით შეამკეს ჰეიდარ ალიევის მემორიალური დაფა და გამოჩენილი აზერბაიჯანელი მოღვაწეების პანთეონი ბოტანიკურ ბაღში. აღსანიშნავია, რომ პანთეონში ასევე დაკრძალულია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისკი. ბატონმა ელჩმა,მაჰირ მამედოვმა და სტუმრებმა ასევე მოინახულეს ჰეიდარ ალიევის მემორიალური ბაღი, რომელიც 2023 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ და სოკარმა ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავის იუბილეს მიუძღვნა.


No items found.