4+1 სტიპენდიის პროგრამის საუკეთესო წარჩინებულები
2008-2009 სასწავლო წლიდან,სოკარი აფინანსებს ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტების უმაღლეს განათლებას საქართველოში.პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დაფინანსებას საქართველოს 12 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
პროგრამის ფარგლებში, სოკარმა უკვე 6,500-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება. გარდა ამისა, ყოველწლიურად,გამორჩეულად მაღალი შედეგების მქონე სტუდენტები სოკარისგან იღებენ დამატებით ფინანსურ ჯილდოს.
წელს 7 სტუდენტმა, რომელთაც 95 ქულაზე მაღალი აკადემიური შეფასება დააგროვეს, ჯილდოდ 2,000 ლარი მიიღეს, ხოლო სტუდენტებს, რომლებიც ნებაყოფლობით გვეხმარებიან აღნიშნული პროგრამის ორგანიზებაში და გამორჩეულად მაღალი მოტივაცია და შედეგები აჩვენეს, 1,000 ლარი გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა სოკარის სათაო ოფისში, თბილისში.
სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა მაჰირ მამმედოვმა და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ფაიგ გულიევმა გამარჯვებულ სტუდენტებს უმასპინძლეს და ბრწყინვალე შედეგები მიულოცეს.
ყოველი ერის მდგომარეობას განსაზღვრავსამ ერის განათლების დონე – ჰეიდარ ალიევის ეს სიტყვები გვახსენებს განათლების მნიშვნელობას ნებისმიერი კულტურისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ, სოკარის გუნდი, ვუფრთხილდებით ამ მემკვიდრეობას და მუდმივად მხარს ვუჭერთ ჩვენს ახალგაზრდებს მათ უდიდეს მისწრაფებებში.