წლის შემაჯამებელი შეხვედრა
13 დეკემბერს, სოკარის მმართველი გუნდი წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე შეიკრიბა. ღონისძიებაზე შევაჯამეთ გასული წლის მიღწევები და მიმოვიხილეთ მომავალი წლის სტრატეგიული გეგმები. პრეზენტაციები სოკარ ჯორჯია გაზის და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორებმა წარმოადგინეს.
გარდა ამისა, სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა მაჰირ მამმედოვმა ათწლეულების განმავლობაში თავდადებული სამსახურისთვის ჩვენი რამდენიმე კოლეგა დააჯილდოვა. აღინიშნა მათი წვლილის მნიშვნელობა და ჩვენი ერთგულება ენერგეტიკის სექტორში სრულყოფილებისადმი.
"როგორც მსხვილი საერთაშორისო კომპანიის ნაწილს, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და ვალდებულება არა მხოლოდ გავაგრძელოთ სოკარის გლობალური ხედვის მხარდაჭერა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარებაში. ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი გუნდის ერთიანობაში და მუდმივ განვითარებაში. როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მომავალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში ჩვენი წამყვანი პოზიციების გასამყარებლად." – განაცხადა ბატონმა მაჰირ მამმედოვმა მისასალმებელ სიტყვაში.
შეხვედრას მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი ჯგუფის კომპანიების 100-მდე მენეჯერი ესწრებოდა.