აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობა
პროექტის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრებს ირაკლი ღარიბაშვილს და ალი ასადოვს დეტალურად გააცნო სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა. თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის 150 წლიანი ისტორიის მქონე აზერბაიჯანის დრამატული თეატრის ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა.
აზერბაიჯანული დრამატული თეატრის არსებული შენობა ავარიულია, რის გამოც საჭირო გახდა ახალი ნაგებობის აშენება. თეატრის ახალი შენობა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსთან აშენდება.
ამ ახალი ისტორიული პროექტის შესახებ გამოცხადდა და საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა ჰეიდარ ალიევის 100 წლისიუბილეს აღმნიშვნელი ღონისძიების ფარგლებში.
ცერემონიას ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, თბილისის მერი კახა კალაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოს საგანგებოდა სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, ადგილობრივი საზოგადოება და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრები და ხაზი გაუსვეს ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების მნიშვნელობას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა:
ჩვენ დიდად ვაფასებთ გადაწყვეტილებას თეატრის ახალი შენობის აგების შესახებ ქალაქ თბილისში, ამ ულამაზეს ადგილას, ვიმედოვნებ, თეატრის პროფესიონალური დასი სრულყოფილად გამოიყენებს აქ არსებულ პირობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.