სოკარ გლობალი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია

1992 წელს დაარსებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია – სოკარი – მსოფლიოს სთავაზობს ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვების თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანის – აზერბაიჯანის –  რესურსებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას. სოკარი ფლობს კომპლექსურ ენერგო ტექნოლოგიებს და ჩართულია ნავთობის და გაზის მოპოვებაში, წარმოებაში, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ბუნებრივი აირის კონდენსატის ტრანსპორტირებაში, ნედლი ნავთობის და ნავთობქიმიური პროდუქტების რეალიზაციაში ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს აზერბაიჯანს ბუნებრივი აირით.

სოკარის კონკურენტუნარიანი ჯგუფი ოპერირებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ექვსი მიმართულებით, რომელიც მოიცავს: ნავთობქიმიური და გადამამუშავებელი წარმოება, ლოგისტიკა, ბუნებრივი აირი, ენერგო და ბოჭკოვანი ტექნოლოგიები.

სტრატეგიული პარტნიორობა საშუალებას აძლევს სოკარს, წარმატებას მიაღწიოს ეკონომიურ, სოციალურ და ეკოლოგიურ  სფეროში საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიო მასშტაბით ნაყოფიერი ფუნქციონირების მიზნით, სოკარმა  13 სხვადასხვა ქვეყანაში დაარსა კომპანიის წარმომადგენლობა.