თანამედროვე არქიტექტურულ სტილშია აშენებული “ჩაის სახლი“-ს სატრეინინგო ცენტრი, რომელიც 2012 წელს მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიხსნა. ცენტრში უსასყიდლოდ ისწავლება ქართული, ინგლისური და ფრანგული ენები. ასევე ჭადრაკის, ცეკვის და ხალიჩის ქსოვის კურსები. 2013 წელს, ლონდონში, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის „European Property Awards„-ის მიერ დაარსებულ სოციალური არქიტექტურის ნომინაციაში ჩაის სახლს პირველი ადგილი მიენიჭა.