კომპანიის შესახებ

სოკარი საქართველოში

“სოკარ ენერჯი ჯორჯია” 2006 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ბუნებრივი აირის იმპორტი, მიწოდება და განაწილება სოციალური და კომერციული მომხმარებლებისთვის საქართველოს მასშტაბით.

მრავალი წლის განმავლობაში „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ გადასახადების ერთერთი უმსხვილესი გადამხდელია საქართველოს ბიუჯეტში.   

ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო გაყიდვებს საქართველოში აწარმოებს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 112 გასამართი სადგური, ასევე 16 სერვის ცენტრი  და 5  ნავთობ ტერმინალი აქვს, სადაც საერთო ჯამში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აწარმოებს ბუნებრივი აირის მიწოდებას და განაწილებას საქართველოს მომხმარებლებისთვის ადგილობრივი გაზგამანაწილებელი ქსელების მეშვეობით. მილსადენის მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან ერთად, კომპანია ფლობს 40 სერვის ცენტრს და დასაქმებული ჰყავს 2,900 თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით.

„სოკარ ჯორჯია გაზმა“ განახორციელა ფართომასშტაბიანი გაზიფიკაციის პროექტი საქართველოში. საერთო ჯამში 10,500 კილომეტრი სიგრძის მილსადენის მშენებლობისა და რეაბილიტაციის შედეგად 300,000 ახალ პოტენციურ მომხმარებელს აქვს საშუალება, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამჟამად კომპანია ემსახურება 740,000 მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით. 

2008 წელს, პროდუქციის დასავლურ ბაზარზე მიწოდების მიზნით, სოკარმა შეიძინა ყულევის ნავთობტერმინალი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ტერმინალის ფუნქციონირების პერიოდში განხორციელდა 25 მილიონი ტონა ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა.

ასევე, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს საქართველოში, როგორიც არის: საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული  პროექტები, სხვა და სხვა ტიპის სოციალური დახმარება, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის დაფინანსება და მრავალი სხვა