ელჩი ფაიგ გულიევი და მაჰირ მამედოვი აღნიშნავენ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს

28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა და სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამმედოვმა, სტუმრებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ჰეიდარ ალიევის მემორიალური დაფა და გამოჩენილი აზერბაიჯანელი მოღვაწეების პანთეონი ბოტანიკურ ბაღში. აღსანიშნავია, რომ პანთეონში ასევე დაკრძალულია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ მინისტრი -ფათალი ხან ხოისკი.
ბატონმა ელჩმა და მაჰირ მამედოვმა ასევე მოინახულეს ჰეიდარ ალიევის მემორიალური ბაღი, რომელიც 2023 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ და სოკარმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს.