1918 წლის 28 მაისსთბილისში შეიქმნა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და ხელი მოეწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი სეკულარული ქვეყანა გახდა მუსულმანურ სამყაროში. ამას გარდა აზერბაიჯანი გახდა პირველი მუსულმანური ქვეყანასადაც კონსტიტუციით ქალთა უფლებები კაცთა უფლებებს გაუთანაბრდა. ახლად დაარსებულმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი რთული ისტორიული ამოცანა პატივით შეასრულა. შეიქმნა აზერბაიჯანის პირველი პარლამენტი და მთავრობასახელმწიფო აპარატი, განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, შეიქმნა დროშაჰიმნი და გერბი, მშობლიური ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად. სამწუხაროდ, 1920 წლის 28 აპრილს წითელი არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა, 1991 წელს აზერბაიჯანელებმა სიამაყით აღიდგინეს დამოუკიდებლობა.

დღეს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს!