1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა.

სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობადემოკრატიული სისტემა. საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმირომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობასა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობას ემიგრაციაში წასვლა მოუწია.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგადმოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებითქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა.

1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად სოკარი ყველა გასამართ სადგურზე აღმართავს საქართველოს დროშას.

გილოცავთდამოუკიდებლობის დღეს