2008-2009 სასწავლო წლიდან, სოკარი აფინანსებს ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტების უმაღლეს განათლებას საქართველოში. პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების დაფინანსებას საქართველოს 12 უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

წლების მანძილზე, პროგრამის ფარგლებში, 6,500-მდე სტუდენტს დავუფინანსეთ უმაღლესი განათლება. გარდა ამისა, ყოველწლიურად, გამორჩეულად მაღალი შედეგების მქონე სტუდენტები იღებენ დამატებით ფინანსურ ჯილდოს სოკარისგან.

წელს 7 სტუდენტმა, რომელთაც 95 ქულაზე მაღალი აკადემიური შეფასება დააგროვეს 2,000 ლარი მიიღეს, ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც ნებაყოფლობით გვეხმარებიან აღნიშნული პროგრამის ორგანიზებაში და გამორჩეულად მაღალი მოტივაცია და შედეგები აჩვენეს 1,000 ლარი მიიღეს.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა სოკარის სათაო ოფისში, თბილისში.

სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა მაირ მამედოვმა და საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ფაიგ გულიევმა უმასპინძლეს გამარჯვებულ სტუდენტებს და მიულოცეს ბრწყინვალე შედეგები.

„ყოველი ერის მდგომარეობას განსაზღვრავს ამ ერის განათლების დონე“ – ჰეიდარ ალიევის ეს სიტყვები გვახსენებს განათლების მნიშვნელობას ნებისმიერი კულტურისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ, სოკარის გუნდი, ვუფრთხილდებით ამ მემკვიდრეობას და მუდმივად მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს მათი განვითარების გზაზე.