
ამ ღირშესანიშნავ დღეს, აზერბაიჯანი სიამაყით აღნიშნავს ყარაბაღის ომში გამარჯვებას. დღეს, როდესაც აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს ყარაბაღის ტერიტორიაზე, ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ აზერბაიჯანელი ხალხის თავდადებისა და გამბედაობის წინაშე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულების მიხედვით 8 ნოემბერი გამოცხადდა გამარჯვების დღედ.
ამ დღეს არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ განსაკუთრებული პატივისცემა იმ მებრძოლების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს მშვიდობისა და სამშობლოსათვის. მათ ფასდაუდებელ მსხვერპლს ემყარება თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ამიტომ თითოეული გმირის ხსოვნას ვინახავთ.
სომხეთის ჯარების გაყვანა და სადაო ტერიტორიის აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადასვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი ჩვენი რეგიონისთვის. ახალი წლის შემდეგ, როდესაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას, ჩვენ ყველანი ერთად გადავალთ განვითარებისა და მშვიდობის ახალ ეტაპზე.
SOCAR Energy Georgia-ში ვამაყობთ აზერბაიჯანის ეროვნული აღორძინებით და ვგულშემატკივრობთ აზერბაიჯანელი ხალხის სტაბილურ განვითარებას.
#VictoryDay