პროექტი - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ზამთრის ეტაპით გრძელდება.

ბაკურიანში, მესამედ ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის ისტორიაში, მთის ეტლითხილამურების ჩემპიონატი – “ბაკურიანი 2022” ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდის და ქუთაისში მცხოვრებმა სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა.
შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა სოკარის CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი კომპანია მომავალშიც განაგრძობს პროექტის მხარდაჭერას.