ევრო 2020-ის საგზურების გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა

ევრო 2020 წელს განსაკუთრებული ფორმატით მიმდინარეობს. ტურნირს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა მასპინძლობს და მათ შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანია.

ბაქოს ოლიმპიურმა სტადიონმა უკვე უმასპინძლა რამდენიმე საინტერესო მატჩს, 3 ივლისს კი ტურნირის მეოთხედფინალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით სოკარმა სოც.მედიაში და ავტოგასამართ სადგურებზე რამდენიმე კამპანია დაგეგმა და განახორციელა და შესაძლებლობა მისცა მსურველებს, მატჩზე დასასწრები საგზური მოეგოთ. 

სოც.მედია კამპანიის ფორმატში, ნებისმიერ მსურველს შეეძლო გადაეღო ორიგინალური გოლი და აეტვირთა ფეისბუქზე ჰეშთეგით #socarscore. 4 საუკეთესო გოლის ავტორი 3 ივლისს ბაქოს ოლიმპიური სტადიონის Sky Box-იდან თამაშის ყურების უფლებით დაჯილდოვდა. 

მასშტაბური კამპანია აწარმოა კომპანიამ ავტოგასამართ სადგურებზეც. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სადგურები მასპინძელი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით დაიბრენდა. ყოველდღიურად, შემთხვევით შერჩეულ დროს სადგურებზე მიმდინარეობდა აქტივობები, რომელთა გამარჯვებულებიც ასევე იგებდნენ ბაქოს სადგზურს.