ქარბოქს+ სასაჩუქრე ნაკრები ავტომფლობელთათვის

სასაჩუქრე ქარბოქს+ უკვე ყველა ავტომფლობელისთვისაა ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარისგან შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს.

სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ნებისმიერი იმ ავტომობილის მფლობელს, რომელიც გრინვეიში გაივლის ტექდათვალიერება.  საჩუქრების გამოყენება 2021 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ქარბოქს+ ნაკრებში მძღოლებთ დახვდებათ ფასდაკლებები სოკარის საწვავზე და ბუნებრივ აირზე : ბენზინსა და დიზელზე ფასდაკლება 16 თეთრია, ხოლო ბუნებრივ აირზე – 10 თეთრი.

ქარბოქსში მძღოლები ასევე ნახავენ ამბოლის 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამუხრუჭე ხუნდების ან ნათურების შეძენისას. ამბოლისგან ისინი დასაჩუქრდებიან ზეთის შეძენის შემთხვევაშიც – 4 ლიტრი ზეთის შეძენისას 1 ლიტრს საჩუქრად მიიღებენ. ამასთან, ამბოლში ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, შესაბამის სერვისს უფასდ მიიღებენ.

გარდა ამისა, მძღოლებს ქარბოქსში დახვდებათ თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელის, გრინვოშის ვაუჩერები. გრინვოშის სამრეცხაო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მძღოლებს შეუძლიათ თავად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი, აირჩიონ რეცხვის რეჟიმი, სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა. ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია ყოველდღე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, გრინვოშის ნებისმიერ ფილიალში, მისამართებზე:

  • ბელიაშვილი – ნოდარ ბოხუას #1
  • ვარკეთილი – ვიქტორ კუპრაძის 64
  • ფეიქრები – მტკვრის მარცხენა სანაპირო, ქსნის ქუჩის მიმდებარედ
  • ბერი გაბრიელ სალოსის ქ. 175ა
  • დავით აღმაშენებლის ხეივანი #164
  • გლდანი, ილია ვეკუას #54

გრინვეის სერვის ცენტრების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://umartivesad.ge/ka/service-centers

0