ნოემბერი 30, 2019
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები სამი კატეგორიის გარშემო: მარკეტინგი, პროცესები და ქველმოქმედება. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საკუთარი იდეები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
კონკურსის მესამე ეტაპი გაიმართება 13 თებერვალს, 13:00 საათზე. გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ და ამას გარდა, შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობა მიიღონ.