კომპანია სოკარი 2019 წლიდან მხარს უჭერს პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად მრავალი სპორტული ღონისძიება და სპორტული ბანაკი იმართება. ბანაკში მონაწილეობას იღებენ საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ცნობილი სახეები და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები გარდა ამისა კომპანიას დაწყებული აქვს სადგურებზე არსებული სველი წერტილების ეტაპობრივი ადაპტაცია.