SOCAR Energy Georgia-მ, საქართველოში განხორციელებული სოციალური პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში.

საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ SOCAR Energy Georgia– ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი,  საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

სოფელ იორმუღანლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის მოსახლეობაც 22 000 -ია, მთლიანად განხორციელდება SOCAR Energy Georgia- ს მიერ და უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს. 160 ადგილიანი საბავშვო ბაღი აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რამდენიმე კვირის წინათ,  „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღი.

 
0