KakhetiAgroDiesel

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფასდაკლების ბარათების გაცემა ხორციელდება დისტანციურად, ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებით; ფერმერებს შეუძლიათ, ბარათები სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე,  ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. 

კახეთის რეგიონში პროგრამის მიმდინარეობას აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე და  კახეთის რეგიონის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი,  კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“-ს საოპერაციო დირექტორთან, ნოდარ ყანჩაველთან ერთად გაეცნენ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა  ხორციელდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა, არაუმეტეს, 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით –  დამატებით, 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დარჩენილი რაოდენობა.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება. 

0