News1

2020 წლის 1 ივნისიდან, პურის საცხობ საწარმოებს ბუნებრივი გაზი 1მ3  მოეწოდებათ 0,86 ლარად, როგორც ეს გათვალისწინებულია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

საქართველოში კოვიდ-19 ინფექციის თავიდან აცილების ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით,  პურის საცხობი საწარმოების  საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, “სოკარ ჯორჯია გაზმა” მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით, პურის საცხობების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 1 მ3   შეამციროს 10 თეთრით, რის შემდეგაც ბუნებრივი გაზის საფასური 1 მ3  განისაზღვრება 0,76 ლარის ოდენობით.

მიმდინარე სიახლეები

0