მაჰირ მამმედოვი

სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი

მაჰირ მამედოვი აზერბაიჯანის არქიტექტურული ინჟინერიის უნივერსიტეტის სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხის მფლობელია.

აზერბაიჯანის ჰიდრავლიკური ინჟინერიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი მან მოიპოვა PhD ხარისხი ანაკრები ბეტონის წარმოების დარგში.

მაჰირ მამედოვის პროფესიული კარიერა დაიწყო კომპანია „AZIZBEYOV NEFT“-ის ნავთობისა და გაზის დეპარტამენტში, B კლასის მექანიკოსის რანგში. მომდევნო 20 წლის განმავლობაში იგი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს არაერთ საინჟინრო თუ ნავთობისა და გაზის საწარმოში,  როგორც აზერბაიჯანში, ისე  საქართველოში.

2006 წლიდან მაჰირ მამედოვი გახლავთ კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.

ამავდროულად, მაჰირ მამედოვი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საზოგადოებრივ და სპორტულ საქმიანობაში, სპეციალიზებული ფეხბურთისა და ჭადრაკის მიმართულებით, ამჟამად კი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის „FIDE“-ს ვიცე-პრეზიდენტია.

2009 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მაჰირ მამედოვს გადასცა „პროგრესის“ მედალი ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის განვითარებაში შესრულებული აქტიური როლისთვის, ხოლო 2014 წელს – აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის. მაჰირ მამედოვს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიანიჭა საპატიო ინჟინრის წოდება.

მენეჯმენტი

VD3B5481
გულაჰმად ჰახიევი
VD3B5652
ოზგურ დურდაბაკი
VD3B5474
არიფ სალიმოვი