
დავით ზუბიტაშვილი
პოზიცია: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტი. მუშაობდა: საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს ავტოსარემონტო ქარხანაში:
ოსტატი, საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს უფროსად, გაერთიანება „საქავტორემონტი“-ს
მთავარი ინჟინრის მოადგილე, გაერთიანების მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორის
პირველი მოადგილე; ქარხანა „გაზოაპარატის“ დირექტორი, თბილისის ნაძალადევის რაიონის
აღმასკომის თავმჯდომარე; საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე; სახელმწიფო კონცერნ
„საქნავთობპროდუქტები“-ს თავმჯდომარე; სახელმწიფო დეპარტამენტ „საქენერგო“-ს თავმჯდომარე;
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი; სახელმწიფო დეპარტამენტ „საქნავთობი“-ს პირველი
ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ
ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს
დირექტორი; შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორი; შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს და შპს
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ტექნიკურ მეცნიერებათა
დოქტორი, მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის წევრი.
მენეჯმენტი







